დავით სერგეენკო - უმრავლესობის სხდომის გამართვის თარიღი და ფორმატი ჩემთვის უცნობია
დავით სერგეენკო - უმრავლესობის სხდომის გამართვის თარიღი და ფორმატი ჩემთვის უცნობია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისთვის უცნობია, როდის და რა ფორმატში გაიმართება უმრავლესობის სხდომა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, ის პოლიტსაბჭოს წევრი არ არის და შესაბამისად, მსგავსი ტიპის შეხვედრებში არ მონაწილეობს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯანდაცვის და სოციალური საკითხებია განსახილველი.​

„მე არ გახლავართ პოლიტსაბჭოს წევრი, ასეთი ტიპის შეხვედრებში არ ვმონაწილეობ ხოლმე, თუ ჯანდაცვისა და სოციალური საკითხები არ განიხილება.

არ ვიცი შეხვედრის დანიშვნის თარიღი და არც ფორმატი“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 19 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. სხდომის ჩატარების თარიღი ჯერ უცნობია.