დავით სერგეენკო - ტყიბულის შახტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი
დავით სერგეენკო - ტყიბულის შახტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო​ პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ირაკლი პეტრიაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, უმოკლეს ვადებში მოამზადოს ტყიბულის შახტის სრული მოდერნიზაციისა და ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ტყიბულის შახტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„ჩვენ, ნამდვილად გულწრფელად და რეალურად ვაფასებთ პროფკავშირების პოზიციას. ვთანამშრომლობთ მათთან კონსტრუქციულად, ზოგჯერ ცხარე კამათიც გვაქვს, მაგრამ მათ ამ პოზიციას ორ ნაწილად გავყოფ. რაც შეეხება ტყიბულის შახტის უსაფრთხოებას, ამაზე კონკრეტული გეგმა უახლოეს დღეებში გაცხადდება.

რაც შეეხება ტყიბულის რეგიონის აღორძინებას, ჩემი სათხოვარი იქნება, რომ პორტფოლიოთი დაკავდნენ და არა ეკონომიკური აქტივობებით.

ტყიბულში, მინდელის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.