დავით სერგეენკო - თუ ტარიფების ცვლილება გარდაუვალი იქნება, მოიძებნება გამოსავალი, რათა ტარიფების ზრდა მოსახლეობას ფინანსურად არ შეეხოს
დავით სერგეენკო - თუ ტარიფების ცვლილება გარდაუვალი იქნება, მოიძებნება გამოსავალი, რათა ტარიფების ზრდა მოსახლეობას ფინანსურად არ შეეხოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკოს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ტარიფების ცვლილება გარდაუვალი იქნება, მოიძებნება გამოსავალი, რათა განსაკუთრებით მოსახლეობის მოწყვლად ნაწილს, ტარიფების ზრდა ფინანსურად არ შეეხოს.

„რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის ნებისმიერი ტარიფის ზრდა ძალიან რთული იქნება და იმედი მაქვს, გამოსავალი მოიძებნება, რომ თუ ტარიფების ცვლილება გარდაუვალი იქნება, მოსახლეობას, განსაკუთრებით მის მოწყვლად ნაწილს ტარიფების ზრდა ფინანსურად არ შეეხოს.

სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება დღეს მოხდება. ჩემთვის უცნობია, რა გადანაცვლება მოხდება სუბსიდირების დასაბალანსებად“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.