დავით სერგეენკო სოციალური მუშაკების საკითხზე 5 მარტს პარლამენტში ისაუბრებს
დავით სერგეენკო სოციალური მუშაკების საკითხზე 5 მარტს პარლამენტში ისაუბრებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ 5 მარტს პარლამენტში მივა და სოციალური მუშაკების საკითხზე ისაუბრებს.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, პარლამენტში ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია.

„სოციალური მუშაკების პრობლემატიკას საკმაოდ კარგად ვიცნობ. განსაკუთრებით კარგად ვიცნობ ბოლო პერიოდში, როდესაც შევქმენით საბჭო, რომელსაც ვხელმძღვანელობ და მასში უშუალოდ სოციალური მუშაკები არიან ჩართული. ეს არის კომუნიკაციის პირდაპირი არხი. რაც შეეხება პრობლემებსა და გეგმებს, რაც არა მარტო სოციალურ მუშაკებთან, არამედ დარგში – სოციალურ მუშაობაში არსებობს, ეს საკმაოდ მოცულობითია. გამიჭირდება, კომენტარში ჩავატიო, თუმცა, შემიძლია, გითხრათ, რომ 5 მარტს დაბარებული ვარ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ მიერ სწორედ ამ საკითხებზე და დაინტერესების შემთხვევაში, ყველას მიეცემა საშუალება, რომ ძალიან დეტალურად გაეცნოს საკითხს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, სოციალური მუშაკებისთვის ტექნიკური და ინფრასტრუქტურულ მიმართულებას გაუმჯობესება სჭირდება.

„სოციალური სამუშაოს შესრულებას ხუთი სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს, ერთ-ერთი არის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული. მოცემული მომენტისთვის, ამ მიმართულებას გაუმჯობესება სჭირდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.