დავით სერგეენკო – სოციალური დახმარების დანიშვნის მეთოდოლოგია გადაიხედა, მაგრამ კვლავ შესაცვლელია

12:29, 12.02.2018

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამ წუთებში დეპუტატებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეკითხვებს პასუხობს.

მინისტრის ანგარიშს  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისმენენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ სოციალური დახმარების მოხსნის ფაქტები გაიხსენა და მინისტრს ჰკითხა, იგეგმება თუ არა კრიტერიუმების გადახედვა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, კრიტერიუმები რამდენჯერმე გადაიხედა, თუმცა სისტემაში ხარვეზები მაინც რჩება.

„მეთოდოლოგია გადაიხედა, მაგრამ კვლავ შესაცვლელია. ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახს უწყდება დახმარება, სანამ ხელახლა არ გადამოწმდება. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, თუ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, კვლავ აღდგება შემწეობის გაცემა. მზად ვართ, კრიტერიუმებზე მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდეს დაინტერესებულ პირებთან“, – აღნიშნა სერგეენკომ.

მსგავსი