დავით სერგეენკო - სასიხარულოა, რომ სისტემის განვითარება ხელს უწყობს, როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ევროპული კურსისკენ სწორ სვლას
დავით სერგეენკო - სასიხარულოა, რომ სისტემის განვითარება ხელს უწყობს, როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ევროპული კურსისკენ სწორ სვლას

ძალიან სასიხარულოა, რომ სისტემის განვითარება ხელს უწყობს, პირველ რიგში, როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ევროპული კურსისკენ სწორ სვლას, – ასე შეაფასა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ევროკომისიის ანგარიში, სადაც საუბარია ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, ტუბერკულოზის კონტროლის, C ჰეპატიტის აღმოფხვრის, შიდსის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებებით.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.