დავით სერგეენკო - რთულია, სახელი მოუძებნო იმას, რაც ვნახე ბუჩასა და ირპენში, სისასტიკე, გენოციდი, ტერორი, ყველაფერი ერთად არის
დავით სერგეენკო - რთულია, სახელი მოუძებნო იმას, რაც ვნახე ბუჩასა და ირპენში, სისასტიკე, გენოციდი, ტერორი, ყველაფერი ერთად არის

რთულია, სახელი მოუძებნო იმას, რაც ვნახე ბუჩასა და ირპენში, სისასტიკე, გენოციდი, ტერორი, ყველაფერი ერთად არის, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, უკრაინაში ვიზიტმა დელეგაციას მისცა მყარი საფუძველი, რომ „გაუგებრობები, რაც იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში, სწრაფად და პოზიტიურად მოგვარდეს“.

„ის, რაც ვნახე ბუჩასა და ირპენში, უბრალოდ წარმოუდგენელია. რთულია, სახელი მოუძებნო. ეს სისასტიკეა, გენოციდია, ტერორია, ყველაფერი ერთად არის. უბრალოდ წარმოუდგენელი რამ არის, რაც ხდებოდა აქ. რაც შეეხება პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს, ეს ორი რამით არის მნიშვნელოვანი. ერთი რომ ქვეყნის სოლიდარობის გამოხატვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე, ჩემი აზრით, მოგვცა იმის მყარი საფუძველი, რომ ეს გაუგებრობები, რაც იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში, სწრაფად და პოზიტიურად მოგვარდეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.