დავით სერგეენკო - ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიზანი არა ვინმეს დასჯა, არამედ ამ პრობლემით გამოწვეული ზიანის შემცირება უნდა იყოს 
დავით სერგეენკო - ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიზანი არა ვინმეს დასჯა, არამედ ამ პრობლემით გამოწვეული ზიანის შემცირება უნდა იყოს 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიზანი არა ვინმეს დასჯა, არამედ ამ პრობლემით გამოწვეული ზიანის შემცირება უნდა იყოს, – ამის შესახებ დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო ემხრობა იმ ფაქტს, რომ ნარკოპოლიტიკის საკითხს კომპლექსური შესწავლა სჭირდება.

“არ არის თვითმიზანი ვინმეს დასჯა, არამედ მიზანი არის ზიანის შემცირება. ეს არის საკითხი, რომელზეც საჭიროა ფართო მსჯელობა. გულწრფელად მჯერა, რომ საბოლოოდ მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც დაბალანსებული და ზიანის შემცირებისკენ იქნება მიმართული”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.