დავით სერგეენკო - ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს პაატა იმნაძემ თქვა, რომ ნიღბის ტარება უფრო მავნებელია, პირბადე აირწვეთოვანი ინფექციისგან დაცვის ერთ-ერთ ძლიერ საშუალებად რჩება
დავით სერგეენკო - ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს პაატა იმნაძემ თქვა, რომ ნიღბის ტარება უფრო მავნებელია, პირბადე აირწვეთოვანი ინფექციისგან დაცვის ერთ-ერთ ძლიერ საშუალებად რჩება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, პირბადე აირწვეთოვანი ინფექციისგან დაცვის ერთ-ერთ ძლიერ საშუალებად რჩება.

სერგეენკოს თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს პაატა იმნაძემ თქვა, რომ ნიღბის ტარება კიდევ უფრო მავნებელია.

„ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პაატა იმნაძემ თქვა, რომ ნიღბის ტარება კიდევ უფრო მავნებელია, რადგან შიგნით გროვდება ვირუსი და აფრქვევს და ა.შ. ცალსახად და დადასტურებულად გეუბნებით, რომ ეს არის ფეიკი, ტყუილი ინფორმაცია და იმ მედია კომპანიამ ალბათ სხვა თემა უნდა მოიფიქროს ასეთი მავნებლური რაღაც თითლიბაზობის გავრცელების მაგივრად. ანუ, ეს ტყუილია, არ შეესაბამება რეალობას. ნიღაბი არის და რჩება ერთ-ერთ ძლიერ დაცვად აირწვეთოვანი ინფექციისადმი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.