დავით სერგეენკო - პენსიების სისტემას რეფორმა სჭირდება
დავით სერგეენკო - პენსიების სისტემას რეფორმა სჭირდება

პენსიების სისტემას რეფორმა სჭირდება, რადგან არსებული სახით სულ უფრო რთულია ასაკით პენსიონერების ფინანსური მოთხოვნილებების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჯანდაცვის სამინსიტრო ამ პროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა, თუმცა წამყვანი უწყება იყო და რჩება ეკონომიკის სამინისტრო. პენსიების სისტემა, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეფორმას, რადგან არსებული სახით სულ უფრო რთული და რთულია ასაკით პენსიონერების ფინანსური მოთხოვნილებების უზრუნველყოფა. წარმოდგენილ პროექტზე მუშაობა მინიმუმ სამი წელი გრძელდებოდა. მასში არა მარტო ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას“,- განაცხადა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში შეიძლება აღმოჩნდეს გარკვეული ხარვეზები, რომელიც  გამოსწორებას დაექვემდებარება.