დავით სერგეენკო - პაციენტს საშუალება ექნება, ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობა გააკონტროლოს
დავით სერგეენკო - პაციენტს საშუალება ექნება, ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობა გააკონტროლოს

ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის, რომელიც წამ­ლე­ბის ჭარ­ბ და­ნიშ­ნუ­ლე­ბასა და მოხ­მა­რე­ბას ნიშნავს, პრევენციის მექანიზმს ნერგავს, – ამის შესახებ სიახლე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და საექიმო საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააცნო.

დავით სერგეენკოს თქმით, პაციენტს პირველი ივლისიდან საშუალება ექნება, ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობა გააკონტროლოს.

სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით, პაციენტები სამინისტროში შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ონლაინ რეჟიმში გადაამოწმებენ, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მათთვის გამოწერილი მედიკამენტები.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ახალი ინსტრუმენტი პაციენტს მისი კლინიკური მდგომარეობისთვის მიზნობრივზე მეტი პრეპარატის მიღებისგან დაიცავს.

პლატფორმის მოხმარება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია.

რა სანქციები იქნება დარღვევის შემთხვევაში, ეს ჯერ ცნობილი არ არის.