დავით სერგეენკო – „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გადამწყვეტია ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია ხელისუფლებასა და აქციის მონაწილეებს შორის, იმედია, ასეც იქნება

11:02, 31.05.2021

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლებას შორის სწორი კომუნიკაცია შედგეს.

მისივე თქმით, პროცესისთვის გადამწყვეტია ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია.

„ყველაზე პრინციპულია სწორი კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასა და აქციის მონაწილეებს შორის, რათა თავიდან იყოს აცილებული მოარული ხმები და მოსაზრებები, რომელიც შეიძლება, იწვევდეს ასეთ მღელვარებას. ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციაა გადამწყვეტი. იმედია, ასეც იქნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მსგავსი