დავით სერგეენკო მზადაა, სასწრაფო დახმარების მუშაობის შესახებ ნებისმიერ პირს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს
დავით სერგეენკო მზადაა, სასწრაფო დახმარების მუშაობის შესახებ ნებისმიერ პირს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს

ჯანდაცვის მინისტრი ჰოსპიტალიზაციის თემით საზოგადოებისა და გარკვეული უწყებების დაინტერესებას მიესალმება.

დავით სერგეენკო მზადყოფნას გამოთქვამს, ჯანდაცვის სამინისტრომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

„ჩვენ მივესალმებით ჩართულობას ჯანდაცვის საკითხებში, მათ შორის აუდიტის სამსახურისას. თუმცა ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თანამშრომლობა და საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მართლაც სპეციფიკურია ჯანდაცვის სფერო და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ პირს გავაცნოთ თემის დეტალები“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.