დავით სერგეენკო - მთავარ პრობლემად მედიკამენტებთან ხელმისაწვდომობა რჩება
დავით სერგეენკო - მთავარ პრობლემად მედიკამენტებთან ხელმისაწვდომობა რჩება

ჯანდაცვის სისტემა ძალიან კომპლექსური საკითხია, რომელიც ფასდება ორ წელიწადში ერთხელ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სერვისების მიმართ პაციენტთა კმაყოფილება მაღალია.

„ჯანდაცვის სისტემა ძალიან კომპლექსური საკითხია, რომელიც ფასდება ორ წელიწადში ერთხელ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ. ჯანდაცვის სერვისებით პაციენტთა კმაყოფილება მაღალია, გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც შეძლო ექიმთან მისვლა და სერვისების მიღება, თუმცა მთავარ პრობლემად რჩება წამლებთან, მედიკამენტებთან ხელმისაწვდომობა. ასეთი მასშტაბის სისტემებს შესაბამისი ფორმატის კვლევა სჭირდება, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.