დავით სერგეენკო – მდგომარეობა მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, მოლაპარაკებების რესურსი არსებობს

10:45, 22.12.2020

პოლიტიკურ მხარეებს შორის მდგომარეობა მარტივი არ არის, მაგრამ არ ვფიქრობ, ეს ჩიხური მდგომარეობაა. მიმაჩნია, რომ მოლაპარაკებების რესურსი არსებობს. არ მგონია, შეთავაზებების წინასწარ გახმოვანება სწორი იყოს, მაგრამ მეხუთე რაუნდზე გამოჩნდება, ეს შეთავაზება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც სერგეენკო ამბობს, მას სჯერა, რომ მოლაპარაკებისთვის ადგილი ისევ რჩება.

„ისევე, როგორც მოლაპარაკებების ფილოსოფია, ასევე ამ რაუნდების ფილოსოფიაა, რომ ისეთი შეთავაზებების შეჯერება მოხდეს, რომელზეც კომპრომისი შესაძლებელი იქნება. არ ვიცი, მეხუთე რაუნდზე კონკრეტულად საუბარი რაზე იქნება, მაგრამ მჯერა, რომ მოლაპარაკებისთვის ადგილი ისევ რჩება“, – განაცხადა სერგეენკომ.

მსგავსი