დავით სერგეენკო - მაკვირვებს პროფესიული აქტივობების აღრევა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, იყოს თუ არა პოლიტიკაში - ადვოკატები, ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ აზრის გამოხატვის საშუალება
დავით სერგეენკო - მაკვირვებს პროფესიული აქტივობების აღრევა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, იყოს თუ არა პოლიტიკაში - ადვოკატები, ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ აზრის გამოხატვის საშუალება

მაკვირვებს პროფესიული აქტივობების აღრევა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, იყოს თუ არა სააკაშვილი პოლიტიკაში – ადვოკატები, ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„ამ საკითხზე ყოველთვის მაკვირვებდა და ახლაც მაკვირვებს პროფესიული აქტივობების აღრევა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, პოლიტიკურ საკითხებს, იყოს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში, განიხილავენ ადვოკატები და ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება. ვიდრე ეს პარიტეტი გაგრძელდება, ამ საკითხში უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა იქნება“, – განცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა უპასუხა შეკითხვას, სააკაშვილი თუ პოლიტიკიდან წავა, რა გავლენა ექნება ამას პოლარიზაციაზე.

„ზუსტად გაზომვა გამიჭირდება – საშუალო, დიდი თუ მცირე, მაგრამ ალბათ, ექნება ზეგავლენა პოლარიზაციის შემცირებაში. მის სამკურნალოდ გადასვლაზე, არგადასვლზე, ან მკურნალობის სტრატეგიის შერჩევაზე მხოლოდ ერთი პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ. ამ პროფესიას ეწოდება ექიმები, ვერ ეწოდება ადვოკატები, ენთუზიასტები და პოლიტიკოსები. ექიმებს უნდა მიეცეთ თავისი სიტყვის ზემოქმედების გარეშე თქმის საშუალება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.