დავით სერგეენკო - კიდევ ერთი კონსილიუმი ჩატარდება და გადაწყდება, გადაიყვანენ თუ არა მაჩალიკაშვილს სხვა კლინიკაში ან ქვეყანაში
დავით სერგეენკო - კიდევ ერთი კონსილიუმი ჩატარდება და გადაწყდება, გადაიყვანენ თუ არა მაჩალიკაშვილს სხვა კლინიკაში ან ქვეყანაში

თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, შუადღისას კიდევ ერთი კონსილიუმი ჩატარდება, სადაც ჩართულები იქნებიან რეანიმატოლოგები და საღამოს გადაწყდება, მოხერხდება მისი მკურნალობა ადგილზე მოხერხდება თუ სხვა კლინიკაში ან ქვეყანაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოში განაცხადა, სადაც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობის გასაცნობად მივიდა.

„ამ პაციენტის მართვა ჯანდაცვის სამინისტროს პირველივე დღიდან კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. სწორედ კონსილიუმის დროს გადაწყდა პაციენტის თელავიდან გადმოყვანა თბილისში, რადგან ამის საჭიროება იყო. სრული პატრონაჟი მიმდინარეობს, რადგან ასეთი სიმძიმის პაციენტის მართვა მოითხოვს სხვადასხვა უწყების და სხვადასხვა ქვეყანას შორის კოორდინაციას. დღესაც ჩატარდა კიდევ ერთი კონსილიუმი. მსჯელობა იყო ორი მიმართულებით – ნეიროქირურგიული ჩარევა და რეანიმაციული მოვლა“, – აღნიშნა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მაჩალიკაშვილის მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო ანაზღაურებს.

რაც შეეხება მოწვეულ ექიმს, სერგეენკოს ინფორმაციით, ის ქართველია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს და უკვე საქართველოში იმყოფება. მან კონსილიუმში ​მიიღო მონაწილეობა.

კიდევ ერთი კონსილიუმი 15:00 საათისთვის არის დაგეგმილი.