დავით სერგეენკო - „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე დისკუსიის საშუალება ყველას გვექნება, წინასწარი შეფასებები და დაღის დასმა გასაოცარია
დავით სერგეენკო - „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე დისკუსიის საშუალება ყველას გვექნება, წინასწარი შეფასებები და დაღის დასმა გასაოცარია

ფინანსური გამჭვირვალობის მომხრე ვარ, რა ორგანიზაციის მხრიდანაც არ უნდა იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში უნდა განიხილონ კანონპროექტი, რა დროსაც ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა.

„კანონპროექტის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ინიციატორებს ორი ვერსია აქვთ. რა თქმა უნდა, წინასწარ დასკვნებისა და ვერდიქტების გამოტანა ზედმეტი მგონია, ეს ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, რადგან პარლამენტი ის ადგილია, სადაც კანონპროექტის გამჭვირვალე განხილვა უნდა მოხდეს. ჩემთვის გასაოცარია წინასწარი შეფასებები და დაღების დასმა ამა თუ იმ მიმართულებით. გამჭვირვალე მმართველობა და ფინანსური გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს ადამიანები დაგვპირდნენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის შედარებით ანალიზს წარმოადგენდნენ და ყველას გვექნება საშუალება, დისკუსია გავმართოთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.