დავით სერგეენკო იმერეთში მოქმედი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების კლინიკებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებს ხვდება
დავით სერგეენკო იმერეთში მოქმედი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების კლინიკებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებს ხვდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმერეთის მხარეში მოქმედი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების კლინიკებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობაზე, გამოწვევებსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაზე საუბრობენ.

ერთ-ერთი მთავარი თემა იმუნიზაციის პროგრამა და ვაქცინაციაა.

მინისტრმა პირველად ისაუბრა პროექტ „მოქალაქის პორტალის“ შესახებ, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ მათთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის პროგრამების შესახებ.

შეხვედრას იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის შესაბამისი რგოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საუბარი შეეხო მეიკამენტები სპროგრამის გაფართოვებას. ასეთი შევედრა საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.