დავით სერგეენკო - იმედია, ნათელაშვილი სოციალურად დაუცველთა შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს მოიხდის
დავით სერგეენკო - იმედია, ნათელაშვილი სოციალურად დაუცველთა შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს მოიხდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადება, რომელიც სოციალურად დაუცველებს უკავშირდება, მიუღებელია.

როგორც სერგეენკომ განაცხადა, ნათელაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს.

„არ ვთვლი ხოლმე საჭიროდ, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადებებზე კომენტარები გავაკეთო. უბრალოდ, მისი ეს განცხადება გულზე მომხვდა, იმდენად მიზანტროპული და მიუღებელია ეს ყველაფერი. იმედია, ეს ადამიანი თავის შეცდომას დაინახავს და საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის“, – განაცხადა სერგეენკომ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ერთ არჩევნებში მონაწილეობა სოციალურად დაუცველებმა არ უნდა მიიღონ.

„სოციალურად დაუცველებმა იქნებ დაისვენონ ერთი არჩევნები, მოვიდეს ის ხალხი, ვისაც არ უნდა საკუთარი ნამუსის გაყიდვა“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი