დავით სერგეენკო - ჰააგის სასამართლო განიხილავს მტკიცებულებას და არა ამონარიდებს ბელეტრისტიკიდან ან გამონათქვამებიდან
დავით სერგეენკო - ჰააგის სასამართლო განიხილავს მტკიცებულებას და არა ამონარიდებს ბელეტრისტიკიდან ან გამონათქვამებიდან

ჰააგის სასამართლო ყოველთვის განიხილავს მტკიცებულებას და არა ამონარიდებს ბელეტრისტიკიდან ან სიტყვიერი გამონათქვამებიდან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძის განცხადებასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჰააგის სასამართლო უმაღლესი ინსტიტუციაა, რომელიც სამხედრო დანაშაულს განიხილავს.

„ეს არის უმაღლესი ინსტიტუცია არამხოლოდ თავისი მოცულობით, არამედ კვალიფიკაციითაც. ასეთი კვალიფიკაციის სასამართლო ყოველთვის განიხილავს მტკიცებულებას და არა ამონარიდებს ბელეტრისტიკიდან ან სიტყვიერი გამონათქვამებიდან. რაც შეეხება დოკუმენტებს 2008 წლის ომის შესახებ, ძალიან სისტემური და დეტალური დოკუმენტაციაა შექმნილი და მჯერა, რომ სასამართლო დოკუმენტებით იხელმძღვანელებს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის მიერ 2009 წელს შეტანილ სარჩელში სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებია შეტანილი.