დავით სერგეენკო - გუნდის წევრების წასვლა მოულოდნელია, ვისურვებდი, წინასწარ გაევლოთ თავის გუნდში კონსულტაციები
დავით სერგეენკო - გუნდის წევრების წასვლა მოულოდნელია, ვისურვებდი, წინასწარ გაევლოთ თავის გუნდში კონსულტაციები

მოულოდნელია და მართალი გითხრათ ახლა ვიგებ ამის შესახებ, რაღაც მოარული ინფორმაცია კი გვქონდა, მაგრამ ამ ფორმით პირველად ვიგებ, მოულოდნელია ნამდვილად. სიახლეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, კარგი იქნებოდა, თუ აღნიშნული პირები კონსულტაციებს გუნდში გაივლიდნენ.

„თუ ეს მოხდება, მე უფრო მოლოდინი მექნებოდა, რომ წინასწარ გაევლოთ თავის გუნდში კონსულტაციები და საჯარო სივრციდან არ გაგვეგო. მე გახარიას პოლიტიკურ გეგმებზე კონკრეტულად არაფერი ვიცი, გახარია ცალსახად კონკურენტი იქნება, არც თუ ისე სუსტი კონკურენტი, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში იყო პრემიერი და სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელობდა“, – განაცხადა სერგეენკომ.

საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვა.