დავით სერგეენკო - გრიპით ავადობის მაჩვენებლები სეზონურ ფონზე ჩამოდის
დავით სერგეენკო - გრიპით ავადობის მაჩვენებლები სეზონურ ფონზე ჩამოდის

გრიპით ავადობის მაჩვენებლები სეზონურ ფონზე ჩამოდის, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ღორის გრიპის მეორე ტალღის პოტენციური მოლოდინი არსებობს, თუმცა მცირე პიკის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა მზად არის.

„რაც შეეხება გრიპის ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას, ეს არის თეორიული, პოტენციური მოლოდინი, რადგან ჩვენ 3-4 კვირიანი ფაზით ვასწრებთ საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ვვარაუდობთ, რომ შეიძლება იყოს, თუმცა ეს არ არის მოცემულობა. თუ იქნება, იქნება პატარა პიკი, რომლისთვისაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზად არის“, – განაცხადა სერგეენკომ.