დავით სერგეენკო – გრიპის სეზონური გამწვავება საშუალოდ 10 მლნ ლარი გვიჯდება

14:33, 15.01.2019

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გრიპის სეზონური გამწვავება სახელმწიფოს საშუალოდ 10 მლნ ლარი უჯდება.

„გრიპის ყოველი სეზონური გამწვავება საშუალოდ 10 მლნ ლარი გვიჯდება, „ტამიფლუს“ შემთხვევაში, დამატებით 1 მლნ ლარი იქნება.

რაც შეეხება ვაქცინაციას, დაახლოებით 700 000 ლარი იხარჯება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მსგავსი