დავით სერგეენკო - გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შემოტანა იგეგმება
დავით სერგეენკო - გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შემოტანა იგეგმება

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შემოტანა იგეგმება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

„გარდა იმისა, რომ გეგმურად, სეზონურად ანუ ოქტომბერ-ნოემბერში რისკ-ჯგუფებში ვაქცინაციას ვატარებთ, ამ დროს ხდება ხოლმე დაგეგმილი და შეკვეთილი რაოდენობის მხოლოდ ნაწილის ათვისება, ახლა მოსახლეობაში მოტივაცია გაიზარდა. ჩვენ მივესალმებით აქციას კერძო კომპანიის მხრიდან (ჯი-პი-სი) და ვაკეთებთ შეკვეთას, რომ დამატებითი რაოდენობა უზრუნველვყოთ მოსახლეობაში“, – განაცხადა სერგეენკომ.