დავით სერგეენკო - გრიპის დაავადების შემთხვევები ნორმაზე ოდნავ მომატებულია
დავით სერგეენკო - გრიპის დაავადების შემთხვევები ნორმაზე ოდნავ მომატებულია

საქართველოში ამ ეტაპზე, გრიპის ვირუსის გამოკვეთილი ეპიდაფეთქება არ არის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ ეტაპზე, საბედნიეროდ არ გვაქვს რამე გამოკვეთილი ეპიდაფეთქების ჩვენება. გრიპის დაავადების შემთხვევები ნორმაზე ოდნავ მომატებულია, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში. ეს არ ნიშნავს, რომ სიფრთხილის ზომები არ უნდა მივიღოთ, ისეთი, როგორიც არის რისკ ჯგუფებში გრიპის ვაქცინაცია, ჩვეულებრივი დაცვა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, აღნიშნული ვირუსი ჰაერში ათ წამზე ნაკლებ ხანში იღუპება, თუმცა, საათების განმავლობაში ნარჩუნდება ხელებზე, ამიტომაც რეკომენდებულია ხელების ხშირი დაბანა.