დავით სერგეენკო - ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
დავით სერგეენკო - ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის. დავით სერგეენკოს განცხადებით, კრისტიან დანიელსონი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც სერგეენკო ამბობს, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას.

„კრისტიან დანიელსონი მნიშვნელოვანი ფიგურაა, ის არის შარლ მიშელის წარმომადგენელი. მნიშვნელოვანია ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ის მხარდაჭერა, რასაც ხაზს უსვამს. ეს იქნება ამ ფორმატით თუ განსხვავებული ფორმატით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ტექნიკურად ისე მოხდა, რომ დანიელსონი ჩამოვიდა, გამიჭირდება იმის თქმა, რა ფორმატით იქნება. თავის თავში ნებისმიერი მოლაპარაკება კომპრომისს მოიცავს. მოლაპარაკება ერთი კვირა მიმდინარეობდა და ათი პუნქტიდან ცხრა პუნქტი იყო ოპოზიციის მოთხოვნა, რომ მმართველ ძალას რაღაც გაეკეთებინა. ოპოზიციამ თქვა, რომ მათი ერთადერთი კომპრომისია, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ. საქმე ასე არ კეთდება. ჩემი შეხედულებაა, რომ ტერმინი – მოლაპარაკება ჩაიშალა, ასე არ არის. ჩაშლილი მოლაპარაკება რომ ყოფილიყო, მის თავიდან დაწყებას ახალი მოცემულობა სჭირდება, ეს არის მოლაპარაკებების პირველი ეტაპი. რის დათმობაზე იქნება საუბარი, ეს მოლაპარაკებების ფორმატში განსახილველია. არ შეიძლება, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს იმის გამო, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილს არ მიაჩნია არჩევნების შედეგები მისთვის მისაღებად. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და თანამეგობრობამ ცალსახად თქვა, რომ ხარვეზების მიუხედავად, არჩევნებმა საქართველოს მოქალაქეების ნება გამოხატეს. ასევე იყო მოწოდება ოპოზიცია პარლამენტში შემოსულიყო და თავისი პოზიცია აქ გაერკვიათ, რასაც მეც ვემხრობი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება, რათა მედიაცია გააგრძელოს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ფეისბუქზე დაწერა.