დავით სერგეენკო - ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს, მსგავსი არც მინახავს და არც გამიგონია, რომ კლინიკური დიაგნოზის დასაზუსტებლად და კონსილიუმის შესადგენად ასეთი მრავალსერიანი რაღაც იმართებოდეს
დავით სერგეენკო - ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს, მსგავსი არც მინახავს და არც გამიგონია, რომ კლინიკური დიაგნოზის დასაზუსტებლად და კონსილიუმის შესადგენად ასეთი მრავალსერიანი რაღაც იმართებოდეს

ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს და მსგავსი არც მინახავს და არც კი გამიგონია, არც კი წამიკითხავს, რომ კლინიკური დიაგნოზის დასაზუსტებლად და კონსილიუმის შესადგენად ასეთი მრავალსერიანი რაღაც იმართებოდეს. ეს ბევრად სწრაფად ხდება ხოლმე. ოღონდ არის მთავარი პირობა, რომ ამ ექიმებს მუშაობა აცადონ, ადგილობრივებსაც და ჩამოსულებსაც, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ექიმებს მუშაობა უნდა აცადონ.

„იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ავადმყოფზე, გაჭირვებულზე და პატიმარზე ზრუნვა ყველა ადამიანის მოვალეობაა, აბსოლუტური ნონსენსია, რაც მოვისმინე – პირველი, ტოქსიკოლოგიური კვლევაა საჭირო და ამას საზღვრავს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი; მეორე, საქართველოში ამის ჩატარება შეუძლებელიაო, თუმცა გეტყვით, რომ შესაძლებელია. უფრო მეტიც, თუ რაიმე კომპონენტზე საჭიროა საზღვარგარეთ, უცხოურ კლინიკაში გაგზავნა, იგზავნება ნიმუში და არა პაციენტი ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის. კერძოდ, ეს ხდება თმის ღერით, რომელშიც არის ყველაზე სრულყოფილი და ხანგრძლივი მეხსიერების მქონე ანალიზი. პაციენტის კლინიკურ მართვას განსაზღვრავენ ექიმები და არა პოლიტიკოსები, ენთუზიასტები და მხარდამჭერები. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ტოქსიკოლოგიური კვლევაა საჭირო, ჩატარდება და ამისთვის საჭირო არ არის ამხელა ამბის მოწყობა. ერთადერთი ფაქტორი, რაც ამ ადამიანის ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნის, ეს არის ამ საკითხის პოლიტიკური ანგაჟმენტი, როდესაც არ აცდიან ექიმებს. ექიმები ჩუმად არიან და კლინიკურ მედიცინაზე ლაპარაკობენ ადვოკატები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი. ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს და მსგავსი არც მინახავს და არც კი გამიგონია, არც კი წამიკითხავს, რომ კლინიკური დიაგნოზის დასაზუსტებლად და კონსილიუმის შესადგენად ასეთი მრავალსერიანი რაღაც იმართებოდეს. ეს ბევრად სწრაფად ხდება ხოლმე. ოღონდ არის მთავარი პირობა, რომ ამ ექიმებს მუშაობა აცადონ – ადგილობრივებსაც და ჩამოსულებსაც“, – განაცხადა სერგეენკომ.