დავით სერგეენკო - დიპლომატზე თავდასხმა არის თავდასხმა ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს, ნათელაშვილს უნდა ესმოდეს, ასე არ ილაპარაკოს
დავით სერგეენკო - დიპლომატზე თავდასხმა არის თავდასხმა ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს, ნათელაშვილს უნდა ესმოდეს, ასე არ ილაპარაკოს

ადამიანს, რომელსაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია, არ შეიძლება, არ ესმოდეს, მით უმეტეს იურისტს, რომ დიპლომატზე თავდასხმა არის თავდასხმა იმ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ნათელაშვილს უნდა ესმოდეს, რომ მსგავსი ლაპარაკი მიზანშეწონილი არ არის.

„ელჩი არ წარმოადგენს პირად მოსაზრებებს, წარმოადგენს იმ ქვეყნის პოზიციებს, ვინც მოავლინა. არ მინდა, შალვა ნათელაშვილის რეკლამა გავწიო და ანალიზი დავიწყო, რა თქვა და როგორ, მაგრამ უნდა ესმოდეს, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა ილაპარაკოს. თუ ლაპარაკობს, მის განსჯას არ დავიწყებ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც კელი დეგნანია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი.

დატოვე კომენტარი