დავით სერგეენკო - დევნილების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად გაზრდილი ბიუჯეტი მომავალ წელსაც შენარჩუნდება
დავით სერგეენკო - დევნილების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად გაზრდილი ბიუჯეტი მომავალ წელსაც შენარჩუნდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად გაზრდილი ბიუჯეტი მომავალ წელსაც შენარჩუნდება.

მისივე თქმით, 2019 წელს ბიუჯეტში გათვალისწინებულ 10 მილიონ ლარს 20 მილიონი წელსვე ემატება.

„ბიუჯეტი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად დევნილი ვეტერანებისთვის იქნება ორიენტირებული, გაზრდილი ბიუჯეტი მომავალ წელსაც შენარჩუნდება“,-განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.