დავით სერგეენკო - დერეფნებში არ მინახავს ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ასეთ აქტივობებს აქვს ადგილი, ვფიქრობ, ეს ვერ იქონიებს გავლენას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით
დავით სერგეენკო - დერეფნებში არ მინახავს ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ასეთ აქტივობებს აქვს ადგილი, ვფიქრობ, ეს ვერ იქონიებს გავლენას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით

დერეფნებში არ მინახავს ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ასეთ აქტივობებს აქვს ადგილი. ვფიქრობ, ეს ვერ იქონიებს გავლენას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გაცხადებული აქვს თავისი ნება, რომ ევროკავშირის წევრობა უნდა. სერგეენკოს განცხადებით, სტატუსთან დაკავშირებით ფორმალური ნაწილები გავლილია და ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებების ჯერია.

„რაც შეეხება ოპოზიციის მცდელობებს, სიმართლე გითხრათ, დერეფნებში არ მინახავს ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ასეთ აქტივობებს აქვს ადგილი და ვფიქრობ, ეს ვერ იქონიებს გავლენას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ათი წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში ყოფნა მომიწია, სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები მინახავს, როცა ერთ რამეს ამბობენ და საქმეში სხვა რამეს. ოპოზიციის ერთადერთი სურვილია, ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების მოპოვება. სამწუხაროდ, ხშირად, ისინი ამ გზაზე წითელ ხაზს და აკრძალვას არ ავლებენ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა: „ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში დადიან და იმ დერეფნებში, როგორც ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ზუსტად იმავეს აკეთებენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი