დავით სერგეენკო - ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, საქართველო დაავადებასთან ბრძოლის კუთხით ლიდერი სახელმწიფო გახდა
დავით სერგეენკო - ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, საქართველო დაავადებასთან ბრძოლის კუთხით ლიდერი სახელმწიფო გახდა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, საქართველო დაავადებასთან ბრძოლის კუთხით ლიდერი სახელმწიფო გახდა.

როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, დღეისათვის საქართველო აღიარებულია, როგორც მსოფლიო ლიდერი ცე ჰეპატიტთან ბრძოლის და ამ დაავადების აღმოფხვრის მიმართულებით.

„იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ, რაოდენ ამბიციური და მაღალი ნიშნულის ამოცანაა დაავადების აღმოფხვრა, საკმარისია ერთი რამის თქმა, რომ მსოფლიომ, გლობალურმა ჯანდაცვამ მხოლოდ ერთხელ მოახერხა ეს, 70-იანი წლების ბოლო, როდესაც დაავადება ყვავილი აღმოიფხვრა. დიდი პროექტების გასაკეთებლად გლობალურ ჯანდაცვაში საჭიროა სამი ფაქტორის არსებობა, პირველი ეს არის პოლიტიკური ნება და სტაბილურობა, მეორე ეს არის შესაბამისი კვალიფიკაციისა და მოტივაციის მქონე სპეციალისტების გუნდის არსებობა, მესამე კი კარგი საერთაშორისო პარტნიორობა. საქართველოს მთავრობამ 2012 წელს მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჯანმრთელობის დაცვა არის მისი პრიორიტეტი და გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გაბედული ქმედება იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაიწყო ამ დაავადებასთან ბრძოლა. ჯანდაცვა ბევრად უფრო მასშტაბური იყო, მახსოვს მაშინდელი მთავრობა და ხელმძღვანელი რამდენად ყოველდღიურ რეჟიმში იყო ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის და ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამებში. ეს არის, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე, ათეულობით ათასობით შენარჩუნებული ჯანმრთელობა“,  – აღნიშნავს სერგეენკო.

 

დატოვე კომენტარი