დავით სერგეენკო - არც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ ვუცხადებთ მხარდაჭერას, სანამ მათ რეალურ პროგრამას და ხედვას არ ვნახავთ
დავით სერგეენკო - არც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ ვუცხადებთ მხარდაჭერას, სანამ მათ რეალურ პროგრამას და ხედვას არ ვნახავთ

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, საპრეზიდენტო არჩევნებზე არ წარადგინოს პარტიული კანდიდატი, რასაც თავისი ახსნა და ლოგიკა აქვს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს მმართველი გუნდი, სერგეენკოს თქმით, აღნიშნული მას შემდეგ გაირკვევა, რაც ყველა კანდიდატი თავის ხედვას წარადგენს.

„გუშინდელ შეხვედრაზე საბოლოოდ შევთანხმდით ყველანი, რომ პარტიული კანდიდატი არ იქნება წარმოდგენილი. ასევე შეთანხმება იყო, რომ ჩვენ მხარდაჭერას არ ვაცხადებთ ამ ეტაპზე არც ერთი კანდიდატის მიმართ, სანამ არ ვნახავთ მათ რეალურ პროგრამას და ხედვას. ამ საკითხზე იყო მსჯელობა, კონკრეტული კითხვები და კონკრეტული არგუმენტები“, – განაცხადა სერგეენკომ.

„ქართული ოცნება“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს. მმართველი გუნდი მოგვიანებით გადაწყვეტს, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს ან დაუჭერს თუ არა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღება, რაც პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი დასახელდება.

 

დატოვე კომენტარი