დავით სერგეენკო - არ შეიძლება, რვა წელი ყოველ სეზონზე ისმენდე, რომ სააკაშვილი ჩამოდის, კი, ბატონო, მობრძანდეს
არ შეიძლება, რვა წელი ყოველ სეზონზე ისმენდე, რომ სააკაშვილი ჩამოდის, კი, ბატონო, მობრძანდეს, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ.
სერგეენკომ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.
„ადამიანურად, ხისტ გამოთქმებს ვერიდები, რადგან ეს ადამიანი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მაგრამ მისი განცხადებები სადღაც უნდა დასრულდეს და უფრო სერიოზულ ქმედებებში გავიდეს, რადგან არ შეიძლება, რვა წელი ყოველ სეზონზე ისმენდე, რომ ჩამოდის.
ჩამოვიდეს, თუ ჩამოდის. კი, ბატონო, მობრძანდეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.