დავით სერგეენკო - აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ბავშვიდან, რომლებიც იაშვილის კლინიკაში იმყოფებიან, არც ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე
დავით სერგეენკო - აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ბავშვიდან, რომლებიც იაშვილის კლინიკაში იმყოფებიან, არც ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ბავშვიდან, რომლებიც იაშვილის კლინიკაში იმყოფებიან, არც ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის კლინიკაში ბავშვების მოსანახულებლად იმყოფებოდა.

„სამი ბავშვი იმყოფება იაშვილის კლინიკაში, ორს აქვს მსუბუქი ზედაპირული ჭრილობები, მესამეს მდგომარეობა არის საშუალოსა და მსუბუქს შორის, არის ქალას ტრავმა. საბედნიეროდ, არ არის მძიმე დაზიანებები. ველოდებით მეოთხე ბავშვს, რომელიც უნდა მოიყვანონ იაშვილის კლინიკაში. მეხუთე დაშავებული არის ღუდუშაურში, რომელსაც მოვინახულებ და ზუსტად მეცოდინება, რა მდგომარეობაშია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.