დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე შვიდი ადამიანია გარდაცვლილი
დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე შვიდი ადამიანია გარდაცვლილი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე შვიდი ადამიანია გარდაცვლილი.

შემთხვევა თბილისში, ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეშვიდე სართულზე მოხდა. როგორც ადგილზე მყოფები ყვებიან, გარდაცვლილებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. მეზობლების ინფორმაციით, ისინი მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული.

„გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი. მიმდინარეობს გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა. მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს“, – აცხადებენ შსს-ში.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. ასევე, მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.