დავით სერგეენკო აცხადებს, რომ სოციალური პოლიტიკის მიმართულებით სისტემური რეფორმები იგეგმება
დავით სერგეენკო აცხადებს, რომ სოციალური პოლიტიკის მიმართულებით სისტემური რეფორმები იგეგმება

​4 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოთხი თანამშრომლის გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ  ამ ადამიანებზე სისტემური პრობლემების გადაბრალება გვინდა,- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სოციალური პოლიტიკის სისტემურ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეიქმნება სოციალური სამუშაოების პოლიტიკის საბჭო, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.

„როგორც სოციალურ პოლიტიკაში, ასევე სოციალურ სამუშაოში, რომელსაც სოცმუშაკები ახორციელებენ, სისტემური ცვლილებები დიდი ხნის წინ არის დაგეგმილი. შარშან, წლის ბოლოს უკვე შემუშავდა სპეციალური სამოქმედო გეგმა, რომელიც არის პასუხი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე. 4 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოთხი თანამშრომლის გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ სისტემური პრობლემების ამ ადამიანებზე გადაბრალება გვინდა. პირიქით, პირველ რიგში ვაპირებთ შევცვალოთ არსებული სისტემა. შეიქმნება სოციალური სამუშაოების პოლიტიკის საბჭო, რომელსაც თავად ვუხელმძღვანელებ. პირადად მექნება შესაძლებლობა სოცმუშაკებთან ურთიერთობის, რათა პოლიტიკის მიმართულებით მქონდეს მათთან კომუნიკაცია და პროცესს პირად კონტროლზე ავიყვან “,- განაცხადა დავით სერგეენკომ.