დავით სერგეენკო აცხადებს, რომ შესაძლოა, პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას უახლოეს მომავალში მიაღწიონ
დავით სერგეენკო აცხადებს, რომ შესაძლოა, პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას უახლოეს მომავალში მიაღწიონ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ შესაძლოა, პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას უახლოეს მომავალში მიაღწიონ.

„ვითარება უკვე მომწიფდა და მოლოდინი მაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. კომპრომისი იმისაა, რომ ორივე მხარემ უნდა იფიქროს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ევროკავშირის ცალსახა პოზიცია ორ ძირითად გზავნილში გამოიხატა, პირველი -ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და აქ გააგრძელონ ოპონირება, მეორე – ხელისუფლების მიმართ გზავნილია, რომ კომპრომისები მოძებნოს ამ პირობების შესაქმენლად. მოლოდინი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დატოვე კომენტარი