საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესი იმართება
საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესი იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომა იმართება.

დღეს პირველი არსებითი განხილვაა. ეს არის კალანდიას ბრალდების ბოლო ეპიზოდი, სადაც მას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დანაშაულის დაფარვას ედავებიან. მხარეებს უკვე ნათქვამი აქვთ შესავალი სიტყვა.

როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ აღნიშნა, 2018 წლის იანვრის საქმის განხილვა გრძელდება ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევით.

„საქმე გვაქვს მორიგ ზეწოლაზე კალანდიაზე. მათ უნდათ მიიღონ ისეთი ჩვენება, რაც მენაბდეს დაუკავშირდება. საბოლოო ჯამში ეს სჭირდებათ, რათა დაადასტურონ, რომ გახარიას დროს ეს საქმე იყო ფალსიფიცირებული და არ მოხდა გამოძიება. ოთხი წელია, ეს საქმე სრულდება რაც დევს სასამართლოში და რატომ გაახსენდათ ახლა? გახარიას პარტიის პრეზენტაციის შემდეგ დააკავეს მენაბდე და ახლა სურთ კალანდიაზე ზეწოლა“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, მიხეილ კალანდია სარალიძის მკვლელობაში 2020 წელს გამტყუნდა.