საქართველოში თვითმფრინავის ნაწილების ქარხანა შენდება
საქართველოში თვითმფრინავის ნაწილების ქარხანა შენდება

აბრეშუმის გზის ფორუმზე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებთან თვითმფრინავის ნაწილების ქარხნის მშენებლობაზე ისაუბრა.

„სწორედ გუშინ იყო შეხვედრა ელბიტის ხელმძღვანელობასთან, ჩამოსულები არიან საქართველოში ამ პროექტთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ თვითონ მშენებლობა მიდის აბსოლუტურად გრაფიკის დაცვით, შენობა ამჟამად დამთავრების სტადიაშია. მისი აღჭურვა ალბათ დაიწყება მომავალ წელს და დაახლოებით, მომავალი წლის ბოლოსთვის უკვე არსებობს შეკვეთები, რომელიც ამ ქარხანამ უნდა მიაწოდოს ისეთ გიგანტებს როგორიცაა „ეარბასი“, „ბოინგი“. მომავალო წლის ბოლოსთვის, მე მგონი ყველას გვექნება იმის საშუალება, რომ მის გახსნაზე მოგიწვიოთ“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.