დავით ქევხიშვილი - ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლუი ვადენბოში უკვე თბილისშია
დავით ქევხიშვილი - ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლუი ვადენბოში უკვე თბილისშია

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის ინფორმაციით, ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი, ჰოლანდიის ძიუდოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლუი ვადენბოში თბილისშია.

როგორც ქევხიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, ვადენბოშს გაფართოებულ ფორმატში ხვალ შეხვდება, სადაც მწვრთნელობის კანდიდატი საკუთარ ხედვას წარადგენს.

ქევხიშვილის ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის და სამწვრთნელო შტაბის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ.

„საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი LOUIS WIJDENBOSCH-ი, ჰოლანდიის ძიუდოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი 1997- 2001 წლებში, უკვე თბილისშია. ხვალ გვექნება გასაუბრება გაფართოებულ ფორმატში სადაც თავის ხედვას წარმოგვიდგენს. ასევე ველოდებით რამდენიმე სხვა უცხოელი მწვრთნელის პასუხს და უახლოეს პერიოდში მიღებული იქნება გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის და სამწვრთნელო შტაბის დანიშვნის შესახებ“,- წერს ქევხიშვილი.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა ნაკრების მთავრი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე სამწვრთნელო შტაბთან ერთად ბოლო ევროპის ჩენპიონატზე ნაჩვენები შედეგის შემდეგ გაათავისუფლა. ისტორიაში პირველად ქართველმა ძიუდოისტებმა კონტინენტის პირველობაზე ვერც ერთი მედლის მოპოვება ვერ მოახერხა.