დავით ოთხმეზურის მკვლელობაში გამართლებულის საქმეზე უზენაეს სასამართლოში ზეპირი მოსმენა დაიწყო
დავით ოთხმეზურის მკვლელობაში გამართლებულის საქმეზე უზენაეს სასამართლოში ზეპირი მოსმენა დაიწყო

დავით ოთხმეზურის მკვლელობაში გამართლებული ასლან ბეჟანიძის საქმეზე უზენაეს სასამართლოში ზეპირი მოსმენა დაიწყო.

მოსამართლეთა კოლეგიაში შედის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

უზენაეს სასამართლოში პროკურატურა ბეჟანიძის მიმართ ორი ინსტანციის მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ასაჩივრებს.

დავით ოთხმეზური 13 წლის წინ პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მოკლეს. საქმე მხოლოდ 11 წლის შემდეგ გამოაცხადეს გახსნილად. ასლან ბეჟანიძეს ბრალად ედებოდა 19 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობა. მან 9 თვე წინასწარ პატიმრობაშიც გაატარა. საქალაქო სასამართლოს მიერ ბეჟანიძე გამართლდა, ასევე ის გაამართლა სააპელაციო სასამართლომაც.