დავით მესხიშვილი - ტაქსების რეფორმით რისი მიღწევა უნდა მერიას, ვერ გავიგე, ამით მიიღება უფრო ძვირი თეთრი ფერის ტაქსი
დავით მესხიშვილი - ტაქსების რეფორმით რისი მიღწევა უნდა მერიას, ვერ გავიგე, ამით მიიღება უფრო ძვირი თეთრი ფერის ტაქსი

ტაქსების რეფორმა, რომელიც დედაქალაქის მერიამ განახორციელა, რეფორმას არ ვუწოდებდი, რადგან რეფორმა უფრო მასშტაბური ღონისძიება უნდა იყოს, – ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დავით მესხიშვილმა აღნიშნა, ცვლილებები მითქმა-მოთქმების მიხედვით დაიგეგმა, რადგან ადამიანებს არ მოსწონდათ ტაქსში ჰიგიენური მდგომარეობა, გამართულობა, ან მძღოლის უნარები, თუმცა მისივე განმარტებით, ცვლილებების შემდეგ მხოლოდ ტაქსის ფერი შეიცვალა.

„მივიღეთ შედეგი, რომ თეთრი ფერი არის მთავარი აქ. მე ისიც მიკვირს, რომ ქალაქის მერია როგორც წესი ეკითხება ხოლმე საზოგადოებას, დავუშვათ ავტობუსი რა ფერია, ან ქვაფენილი იყოს თუ ასფალტი და ტაქსები არის ის შემთხვევამ როდესაც არავის არაფერი ჰკითხეს. ​ჩემი ღრმა რწმენით, ეს ბიზნესი ჩავარდება რამდენიმე დიდი კომპანიის ხელში და თვითდასაქმებულები ქოლგის ქვეშ მოექცევიან, ან საერთოდ გავლენ ამ ბაზრიდან. რისი მიღწევა უნდა მერიას, ვერ გავიგე. ამ რეფორმით უკეთესი ტაქსი არ მიიღება. მიიღება უფრო ძვირი ტაქსი თეთრი ფერის“, – აცხადებს დავით მესხიშვილი.

მისი აზრით, რეფორმას მერიამ უცხოელი ექსპერტების ჩართულობით უნდა გადახედოს.

დატოვე კომენტარი