დავით მათიკაშვილმა სერგო რატიანს მიმართა - ხომ არ გეჩვენებათ, რომ რუსული რბილი ძალა, რომლისაც გეშინოდათ, ასე ცეკვა-ცეკვით, ბალეტმეისტერობით მოედინება საქართველოში
დავით მათიკაშვილმა სერგო რატიანს მიმართა - ხომ არ გეჩვენებათ, რომ რუსული რბილი ძალა, რომლისაც გეშინოდათ, ასე ცეკვა-ცეკვით, ბალეტმეისტერობით მოედინება საქართველოში

ხომ არ გეჩვენებათ, რომ რუსული რბილი ძალა, რომლისაც გეშინოდათ, ასე ცეკვა-ცეკვით, ბალეტმეისტერობით მოედინება საქართველოში, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ სერგო რატიანს.

„თქვენგან მაქვს ხშირად მოსმენილი, ბატონო სერგო, ასეთი თემა. თქვენ ყოველთვის გაწუხებდათ ის რბილი ძალა, რომელიც რუსული პროპაგანდის მხრივ მოედინება საქართველოში. ამ ძალას რომ შავბნელი მიზნები გააჩნია, დიდი კონკრეტიკა არ გვჭირდება. ბატონო სერგო, ერთ სცენას გაგახსენებთ ცნობილი ინტერვიუდან, როდესაც კორესპონდენტი ეკითხება, ქართულად ასე ჟღერს – თქვენ გარუსებული ხალხი ხართ? ეკითხება გრეგორ ვაშაძეს და პასუხად იღებს – დიახ, ჩვენ ვართ რუსული კულტურის ხალხი.

წინააღმდეგი კი არ არის, რომ გარუსებულს ეძახიან, ის არ არის ამის წინააღმდეგი. ვაშაძე ამბობს რომ კი, ჩვენ გარუსებულებიც ვართ და ამასთან ერთად, რუსული კულტურის შემადგენელი ნაწილიც. თქვენ ხომ არ გეჩვენებათ, რომ ის რბილი ძალა, რომლისაც გეშინოდათ, ასე ცეკვა-ცეკვით, ბალეტმეისტერობით, იმეებითამეებით მოედინება საქართველოში, მობრძანდება და პრეზიდენტის სავარძელი თუ დაიკავა, მერე ნახეთ თქვენ პუტინისა და კრემლის სიხარული და აღფრთოვანება ამ ამბით.

აი, ერთი წამით ეჭვი შეგაქვთ თქვენს პროდასავლურობაში, პრინციპულობაში, რომ ასეთი პრინციპულები იყავით და სხვადასხვა პლატფორმაზე იდექით? კინაღამ დაიჯერა კიდეც ხალხმა. მე პირადად, მეთქი რამე ცილი ხომ არ დავწამე ამ ხალხს, აღსარებაში მოვიხსენიე რამდენჯერმე, ცოდვა მაქვს-მეთქი ჩადენილი და თურმე, კაცო რა ცოდვა? ეს ხალხი აგერ მშვენივრად, როგორც განქორწინდნენ, მერე ისევე დაქორწინდნენ ერთად და მთავარი რა არის იცით? „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კი არ არიან ესენი, არამედ – საქართველოს წინააღმდეგ, მაშინ როცა კრემლიდან მოჰყავთ ასეთი ადამიანები და მხარს უჭერენ მათ. ეს მინდა საზოგადოებამ გაიგოს. დიახ, ზუსტად ასეა, ბატონო სერგო“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი არ დაუშვებს, საქართველოს ისეთი პრეზიდენტი ჰყავდეს, რომელიც ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს.

დატოვე კომენტარი