დავით მათიკაშვილი - ზელენსკისა და სანდუს შორის სერიოზული კოორდინაციაა, რათა პროექტი, რასაც სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა ჰქვია, განხორციელდეს
დავით მათიკაშვილი - ზელენსკისა და სანდუს შორის სერიოზული კოორდინაციაა, რათა პროექტი, რასაც სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა ჰქვია, განხორციელდეს

მოვისმინეთ ზელენსკის განცხადება სააკაშვილის ფოტოებით, იქით იყო სანდუს განცხადება, აშკარაა, რომ მათ შორის სერიოზული კოორდინაციაა, რათა პროექტი, რასაც სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა ჰქვია, განხორციელდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ ეს არის პროექტი, რომელიც სააკაშვილის დაკავებიდან მეორე დღეს დაიწყო.

„ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა – რატომ ითხოვდნენ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას მაშინ, როცა ევროპარლამენტში დებატები იყო ჩანიშნული; სააკაშვილის ფოტოებიც იმიტომ ხომ არ გამოამზეურეს, რომ შემდეგ ზელენსკის კამერებისთვის ეჩვენებინა? საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ ეს არის პროექტი, რომელიც სააკაშვილის დაკავებიდან მეორე დღეს დაიწყო. სააკაშვილმა დაპატიმრებიდან მეორე დღესვე შიმშილობა დაიწყო. ეს ყველაფერი იმისთვის ხორციელდება, რომ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება მოხდეს, მისი სიმართლედ გასაღება და სააკაშვილის დანაშაულებისგან დახსნა. იმ დანაშაულებისგან, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.