დავით მათიკაშვილი - ყველა დეპუტატს მეტი საპარლამენტო პასუხისმგებლობა გვმართებს
დავით მათიკაშვილი - ყველა დეპუტატს მეტი საპარლამენტო პასუხისმგებლობა გვმართებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის წარმართვაზე ყველა დეპუტატს  აქვს პასუხისმგებლობა.

ჟურნალისტებთან საუბარში დავით მათიკაშვილი გუშინდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის ჩაშლის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს მხარს დღეს დაუჭერს.

„გუშინ ცუდი ფაქტი მოხდა, რადგან ყველას მეტი საპარლამენტო პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები დროულად იქნეს მიღებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

გუშინდელ პლენარულ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, დღის ბოლოს საკითხისთვის კენჭი უნდა ეყარათ, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო კენჭისყრა ვერ გაიმართა.