დავით მათიკაშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, როცა პარლამენტში კონკრეტულ კანდიდატთა მოსმენა მოხდება
დავით მათიკაშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, როცა პარლამენტში კონკრეტულ კანდიდატთა მოსმენა მოხდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, როცა საკანონმდებლო ორგანოში კონკრეტულ კანდიდატთა მოსმენა მოხდება.

ჟურნალისტებთან საუბარში დავით მათიკაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის მოსმენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსამართლეთა გასაუბრების პროცესი ღია და გახსნილია.

„საზოგადოება ამ პროცესს აკვირდება. სწორედ ის პროცესი მიმდინარეობს, რა საკანონმდებლო ცვლილებაც განხორციელდა. ეს პროცესი მაღალი დონის საჯაროობას ითვალისწინებს. კონკრეტულ კანდიდატთა გასაუბრების მოსმენა და მათი საზოგადოების მხრიდან შეფასება ხდება. კონკურენტუნარიანი გარემოა. რაც შეეხება თადუმაძეს, შემიძლია, მას მაღალი შეფასება მივცე, როგორც იურისტს”, – დასძინა მათიკაშვილმა.