დავით მათიკაშვილი - თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 64-ვე მუნიციპალიტეტში და რადიკალები მძიმედ დამარცხდებიან, მათი რეიტინგი ნულთან არის მიახლოებული
დავით მათიკაშვილი - თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 64-ვე მუნიციპალიტეტში და რადიკალები მძიმედ დამარცხდებიან, მათი რეიტინგი ნულთან არის მიახლოებული

თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 64-ვე მუნიციპალიტეტში და რადიკალები ძალიან მძიმედ დამარცხდებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, „რადიკალურ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დიდი სურვილი აქვს“.

„ისინი საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ადგენენ და რადიკალებში ერთიანობა ვერ იქნება. მათ მხოლოდ ქვეყნის მიმართ სიძულვილი აერთიანებთ. ამიტომ ვერაფერზე თანხმდებიან. სურვილი თუ გაქვს, პოლიტიკურ ზედაპირზე დარჩე, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღო. რაც უფრო ნაკლები რადიკალი და ექსტრემისტი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ქართული დემოკრატიისთვის მით უკეთესი იქნება. რადიკალური ოპოზიცია უმძიმესს მდგომარეობაშია, მათ შორის მხარდაჭერის კუთხით. მათი რეიტინგი ლამის ნულთან არის მიახლოებული. შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და რადიკალები ძალიან მძიმედ დამარცხდებიან. არჩევნებში მონაწილეობას თუ მიიღებენ, შეიძლება, მხოლოდ ერთმანეთთან გადანაწილდნენ. რადიკალები თუ სამ-ოთხ დეპუტატს გაიყვანენ, ეს მათთვის დიდი მიღწევა იქნება, მაგრამ შესაძლოა, ამ ნიშნულზეც ვერ გავიდნენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.