დავით მათიკაშვილი – სუს-ის აქტიური ძალისხმევით კიდევ ერთი ეჭვმიტანილია დაკავებული, ვისგანაც, როგორც საგამოძიებო ორგანო ამბობს, საფრთხე მომდინარეობდა, გამოძიებით მეტი ინფორმაცია იქნება ცნობილი

12:19, 11.07.2026

დავინახეთ, 4 ოქტომბერს რადიკალებმა როგორ მოაწყვეს შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, როგორ უნდოდათ ხელისუფლების გადატრიალება, ამაში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც აქტიურად გამოიყენებდნენ, თუკი საშუალება მიეცემოდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან უმძიმესი პროვოკაცია აღიკვეთა.

„ნაპოვნი იყო გადამალული იარაღი, რომელიც უნდა გამოყენებულიყო იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ასე ჩათვლიდნენ საჭიროდ. ადვილი წარმოსადგენია, ვის მიმართ მოხდებოდა იარაღის გამოყენება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ძალისხმევით დაკავებულია კიდევ ერთი ეჭვმიტანილი პირი, ვისგანაც, როგორც საგამოძიებო ორგანო ამბობს, საფრთხე მომდინარეობდა და ეს სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ იყო მიმართული. კარგად დავინახეთ, 4 ოქტომბერს რადიკალებმა რა ჩაიდინეს, როგორ მოაწყვეს შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, როგორ უნდოდათ ხელისუფლების გადატრიალება მოეწყოთ, ამაში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც აქტიურად გამოიყენებდნენ, თუკი  საშუალება მიეცემოდათ. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ცნობილი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 ოქტომბრის საქმეზე ძებნილი პირი ბექა ჭულუხაძე დააკავა. როგორც სუს-ში გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მას ბრალად ედება, 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა.

მსგავსი