დავით მათიკაშვილი - სასურველია, ქვეყანასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გამოსვლები გამსჭვალული იყოს იმ პროგრესით, რაც დღეს საქართველოს აქვს
დავით მათიკაშვილი - სასურველია, ქვეყანასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გამოსვლები გამსჭვალული იყოს იმ პროგრესით, რაც დღეს საქართველოს აქვს

პრეზიდენტის 26 მაისის ღონისძიებაზე გამოსვლის შინაარსს არ ჩავყვები, მაგრამ სასურველია, ქვეყანასთან დაკავშირებით მისი გამოსვლები გამსჭვალული იყოს იმ პროგრესით, რაც დღეს საქართველოს აქვს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„პრეზიდენტის განცხადებები მიმართული უნდა იყოს იქით, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, რომელიც მას დამსახურებულად ეკუთვნის. მნიშვნელოვანია ყველა ტრიბუნის გამოყენება იმისათვის, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს განხორციელებული და იმედია, ბრიუსელში ტრიბუნა პრეზიდენტის მხრიდან მაქსიმალურად პოზიტიურად იქნება გამოყენებული და მისი მხრიდან არ იქნება ისეთი ბრალდებები, რომლებსაც ბოლო პერიოდია ვისმენთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.